სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი
ბესიკ ალადაშვილი, მიღებული მაქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება. გახლავართ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. სამი ათეული წელია, რაც ლექციებს ვკითხულობ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ჩემი სამუშაო გამოცდილება ასეთნაირია: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. 2004 წლიდან გახლავართ "ქართული არმიის განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ვარ "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე.სანამ კონკრეტულად იმაზე გეტყოდეთ, თუ რაზე იქნება ჩემი ბლოგები, იქამდე გაგეცნობით...
ამასთან, გახლავართ უშიშროების პოლკოვნიკი. სპეცსამსახურებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ასევე გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე გამოქვეყნებული მაქვს მრავალი სამეცნიერო სტატია. ვარ ცხრა წიგნის ავტორი.
სპეცსამსახურების შესახებ წერა ძალზე რთული საქმეა. დროა, იმ მრავალ კითხვაზე, რაც სპეცსამსახურებს შეეხება და რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ვნებს, ქართულმა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღოს. ამ ბლოგის ავტორის მოკრძალებული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ობიექტური ანალიზის საშუალებით ოდნავ მაინც ახადოს საიდუმლოების საბურველი იმ შორეულ ისტორიულ ფაქტებს, თუ დღევანდელ მოვლენებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენენ მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ შეუმცდარი არავინაა და ხშირად ის ცდება, ვინც მეტს მოქმედებს. სპეცსამსახურებს ის თავისებურება აქვთ, რომ მათი წარმატებები ძნელი დასანახია და თანაც - საგულდაგულოდ მალავენ, ხოლო ჩავარდნები საყოველთაო განსჯის საგანი ხდება. ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურის - ისრაელის "მოსადის" შეცდომებზე მოგითხრობთ
19-01-2021
საბჭოთა აგენტი "ჰომეროსი" სპეცსამსახურების ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"
15-01-2021
"ცივი ომის" დასაწყისი ყველაზე ტრაგიკულად გერმანიაზე, უპირველესად კი - ბერლინზე აისახა.
12-01-2021
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ისტორიაში დარჩება, როგორც პოპულიზმის არნახული ზეიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პრესტიჟის არნახული დაცემის წლები
08-01-2021
ახალი წელი დაიწყო, თუმცა პრობლემები კვლავ ძველია - უკვე მესამე თვეა, რაც საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.
05-01-2021
სპეცსამსახურების თანამშრომლები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არაა
25-12-2020
რამდენიმე დღის წინ მასმედიასთან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისთვის ჩვეული ორაზროვნებით განაცხადა, - "ბერლინელი პაციენტის" მოკვლა რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდითო
22-12-2020
ანუ "დიდი ბელადის" იდუმალებით მოსილი ცხოვრების კიდევ ერთი გამოცანა
17-12-2020
10 დეკემბერს ევროპის წამლების რეგულატორ ორგანიზაციაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა ამერიკული კომპანია Pfizer Inc-ისა და მისი გერმანელი პარტნიორი BioNtech SE-ის მიერ ევროპაში სარეგისტრაციოდ წარდგენილი "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოკუმენტები მოიპოვეს
15-12-2020
ისრაელში მას მეტსახელი "ქართველი" შეარქვეს და როგორც მისი კოლეგები იხსენებენ "ქართველი" შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს
09-12-2020
ქართული ლიტერატურის კლასიკიდან მოხმობილი ეს ცნობილი ფრაზა, როგორც ვიცით, კიკუს ეკუთვნის. დღეს საქართველოში "პოლიტიკური კიკუები" მომრავლდნენ - ისინი, ვინაც არ დაგიდევთ, ფული საიდან მოდის, მთავარია, რომ იყოს.
08-12-2020
ახალი ბლოგის დაწყება რთულია, მით უფრო - სპეცსამსახურების შესახებ წერა. აქ სირთულე სათქმელის სიმრავლეშია და არა - სიმცირეში
04-12-2020
"სუსტი სპეცსამსახურები=სუსტ სახელმწიფოს" საბჭოთა კავშირში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელს კნინობითად -"შპიონად" მოიხსენიებდნენ, "კა-გე-ბეშნიკები" კი ყოველთვის დადებითი გმირები იყვნენ
01-12-2020