სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი
ბესიკ ალადაშვილი, მიღებული მაქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება. გახლავართ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. სამი ათეული წელია, რაც ლექციებს ვკითხულობ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ჩემი სამუშაო გამოცდილება ასეთნაირია: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. 2004 წლიდან გახლავართ "ქართული არმიის განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ვარ "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე.სანამ კონკრეტულად იმაზე გეტყოდეთ, თუ რაზე იქნება ჩემი ბლოგები, იქამდე გაგეცნობით...

ამასთან, გახლავართ უშიშროების პოლკოვნიკი. სპეცსამსახურებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ასევე გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე გამოქვეყნებული მაქვს მრავალი სამეცნიერო სტატია. ვარ ცხრა წიგნის ავტორი.

სპეცსამსახურების შესახებ წერა ძალზე რთული საქმეა. დროა, იმ მრავალ კითხვაზე, რაც სპეცსამსახურებს შეეხება და რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ვნებს, ქართულმა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღოს. ამ ბლოგის ავტორის მოკრძალებული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ობიექტური ანალიზის საშუალებით ოდნავ მაინც ახადოს საიდუმლოების საბურველი იმ შორეულ ისტორიულ ფაქტებს, თუ დღევანდელ მოვლენებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენენ მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.