კომპრაჩიკოსები, ანუ ვინ ვერ/არ გაიგო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
კომპრაჩიკოსები, ანუ ვინ ვერ/არ გაიგო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც კომპრაჩიკოსებს ეძახდნენ. ისინი ბავშვების გატაცებით იყვნენ დაკავებული. მაშინ ასეთ რამეს ბევრი აკეთებდა, თუმცა კომპრაჩიკოსები სხვებისგან განსხვავებით არამარტო იტაცებდნენ, არამედ გატაცებულ ბავშვებს ამახინჯებდნენ და შემდეგ ხუმარებად ყიდდნენ.

საშინელი საქმე იყო, მძიმე ფორმებით და სავალალო, შემზარავი შედეგებით.

რა თქმა უნდა, შედარება შეუძლებელიც კია, რა თქმა უნდა, არაპირდაპირი გაგებით, არა ნატურალისტური აღქმით, არა სისხლის და ყვირილის წარმოდგენით, თუმცა ასევე უსიამოვნოა, როცა იტაცებენ და ამახინჯებენ ნათქვამ ფრაზას, მასზე
ძალადობით ცვლიან შინაარსს და ისე ასხვაფერებენ, რომ მსმენელი შეცდომაში შეიყვანონ და თვითონ იხუმრონ.

წინა კვირაში ბიძინა ივანიშილს საინტერესო სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა. მის მნიშვნელობაზე ბევრი ვისაუბრეთ, ახლა კი მინდა ქართული პოლიტიკური აზრის იმ კომპრაჩიკოსებზე ვისაუბრო, რომელთაც მოიტაცეს ეს ფრაზები, მათი შემდგომი დამახინჯებისა და ამ ფორმით გაყიდვის
მიზნით.


მთავარი, სადაც ისინი შეეცადნენ მაქსიმალურად დაემახნჯებიათ ნათქვამი, ის ფრაზა გახლდათ, როცა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიის მიღწევებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის დისბალანსზე საუბრობს.

ბევრი რამ ითქვა ოპოზიციურად განწყობილი კომენტატორების მიერ, რომ ცუდი გზავნილი იყო, რომ თითქოს ამით ივანიშვილმა დემოკრატიის შესუსტებაზე ისაუბრა და სხვა რამდენიმე თავზეხელაღებული განცხადება.

არადა, ეს არის ძალიან სწორი გზავნილი და ამაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ლაპარაკობენ და წერენ, მაგალითად, მარტინ ლიპსეტი და სხვები.

ეს არის სრულიად მართებული განცხადება, რადგან, დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხალხის კეთილდღეობის უფრო მაღალ სტანდარტს და რადგან ამ ორ ვეშაპზე დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების მოქალაქეების მოთხოვნილებები, რადგან ადამიანს სჭირდება გარანტირებული თავისუფლებებიც და ამასთანავე, სჭირდება სტაბილური, ზრდადი შემოსავალი ე.ი. თანაბრად გვჭირდება დემოკრატიაც და ეკონომიკაც, ამიტომ ორივეს სრულყოფა თანაბარი ამოცანა უნდა იყოს.

ოპოზიციამ კი ამ განცხადებით, როცა მათ შეიცხადეს როგორ შეიძლება ბალანსი დემოკრატიას და ეკონომიკას შორისო, დემოკრატიასთან შედარებით ეკონომიკისადმი ნაკლები ყურადღება შემოგვთავაზა, ანუ შემოგვთავაზეს ის რისკი, რაც რუზველტმა თავის დროზე დაინახა, როცა თქვა, რომ "ეკონომიური უსაფრთხოების გარეშე იარსებებს მშიერი და უსამსახურო ხალხი - რაც არის კადრები დიქტატურისთვისო", ანუ, ძვირფასო აზრების დამმახინჯებელნო, თურმე თუ ეკონომიკა სუსტია და არ იზრდება, დიდია რისკი რომ დემოკრატიაც დაზიანდეს.
და რადგან გვსურს დემოკრატია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა გვსურდეს ძლიერი ეკონომიკა ურყევი დემოკრატიის ფონზე, შეძლებული, სტაბილური შემოსავლის მქონე მოქალაქეებით, რომელთა დემოკრატიული უფლებები დაცულია ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული სტანდარტი მუდმივად მზარდია.
ეკონომიკა დემოკრატიაზე და პირიქით, დემოკრატია ეკონომიკაზე ახდენს ურთიერთმიმართებით გავლენას.
დემოკრატიული უფლებები აძლიერებს ეკონომიკურ უფლებებს და ეკონომიკის მამოძრავებლებს (მაგ: საკუთრება და მისი უფლება) და ეს ცირკულაცია თავის მხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე ახდენს გავლენას.

ადამიანის ეკონომიკური თავისუფლება არის ძლიერი წინაპირობა თავისუფალი მეწარმეობისა და ეკონომიკური გაცვლის, რაც შესაძლებელია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მეტიც, ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე შესაძლოა დემოკრატია არ იყოს ეფექტიანი და ეკონომიკის უფრო მაღალ ნიშნულზე კი დემოკრატია გაცილებით უკეთ იმუშავებს.

მეორეს მხრივ, დემოკრატიის დაბალი დონეც აუცილებლად იქნება მიზეზი ეკონომიკური უძრაობის, რადგან არადემოკრატიულობის შემთხვევაში ქვეყანაში არის დიქტატურა ან ავტოკრატია, თავისუფლების სივრცეები უკიდურესად შეზღუდული, როგორც დემოკრატიისთვის, ისე თავისუფალი მეწარმეობისათვის, ასეთ დროს მმართველობას საკუთარ ხელში აქვს მოქცეული უფლებებიც და ფულიც და ორივეს განკარგავს საკუთარი ამოცანებისთვის.

ჩვენ ვცხოვრობდით ავტორიტარულ რეჟიმში, სადაც არა ინსტიტუტები, არამედ ე.წ. ძლიერი ან მსახვრალი ხელი "ოპერატიულად" "მართავდა" ქვეყანას, რომელსაც ეს ხელი სულაც არ უკანკაკლებდა საკუთრების უფლების შელახვის, თავისუფლების შეზღუდვის და თანასწორობის პრინციპების მრავალჯერადად დაღრვევის დროს, სადაც განვითარების გრძელდავიანი ამოცანები არ არსებობდა. ასეთი ეკონომიკური მდგომარეობა კი ვერაფრით მოუმზადებდა საფუძველს დემოკრატიის წინსვლას, რადგან მაშინდელ მმართველებს არ ჰქონდათ ამის ნება.

ეკონომიკაც, ისევე როგორც დემოკრატია, იყო დაკონსერვებული და იმიტირებული სტიმულირების პირობებში. ეს ყველაფერი აისახა ხალხზეც, რომელთაც შეზღუდული ჰქონდათ დემოკრატიული და ეკონომიკური უფლებები.

ეს კი უფლებაჩამორთმეული ხალხის მონაწილეობით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიზეზი გახდა, რომლის შემდეგ, დემოკრატია გახდა უფრო ხილული, დემოკრატიული დინამიკა უფრო შეგრძნებადი და პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი, ინსტიტუტებმა დაიწყეს მუშაობა და გავლენის მოხდენა.
ჩვენ ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი დემოკრატია, მაგრამ ფაქტია რომ დემოკრატიამ მუშაობა დაიწყო და ამით მან მკვეთრად გაუსწრო წინ ეკონომიკის მუშაობას.
ის რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ეკონომიკა უნდა დაეწიოსო, ამით მან თქვა არა ის, რაც რამდენიმე პოლიტიკურმა კომპრაჩიკოსმა, რომ დემოკრატია უნდა დამუხრუჭდეს, არამედ მან თქვა, რომ ეკონომიკის შესაძლებლობების ზრდა გვჭირდება დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

დღეს დემოკრატია არსებობს და მას შეუძლია მოუმზადოს ძლიერი საფუძველი ეკონომიკის აღმასვლას.

ეკონომიკა იძლევა კარგი განათლების შესაძლებლობას, ქონების დაგროვების და საშუალო ფენის არსებობის შანსს, რომელიც იცავს საკუთრების უფლებას, იძლევა თავისუფლებისა და თანასწორობის პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას ანუ აძლიერებს დემოკრატიულ პრაქტიკას.

მოკლედ, ყველაფერი ნათელია, მათ შორის ისიც, რომ ტრადიციულად ოპოზიციის თითქმის ვერცერთი სიტყვა ვერ გადის ნათქვამის შეფასების გამოცდას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

გაცილებით მნიშვნელოვანია დასახული ამოცანა, რომ ქვეყანამ იცხოვროს ძლიერი დემოკრატიის და ძლიერი ეკონომიკის პირობებში, რადგან პიროვნულ თავისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიური ზრდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (19)
ლაშა
03 აგვისტო 2018 14:36
ზაზა, კარგი კაცი ხარ
რუსუდან მეგრელაძე
03 აგვისტო 2018 13:18
დემოკრატია-ეკონომიკა და მათი ურთიერთმიმართება მშვენივრად მოხაზა,არც გამკვირვებია!თუმცა,განმარისხა იმან,რომ არაფერი უთქვამს(არ ჰკითხეს,რადგან არ სურდა )ქვეყნის მთავარ პრობლემებზე:მავთულხლართებზე,ქართველების გადინებაზე ევროპაში,ირან-თურქ-არაბთა კატასტროფულ მომრავლებაზე..თითქოს ეს პრობლემები არ არსებობდა...
02 აგვისტო 2018 23:12
ტიპიური ბოლშევიკ-კომკა
ვშირელი, გულისარევი
manana
02 აგვისტო 2018 13:01
ძალიან მომწონს ზაზა გაბუნია
ნანა
02 აგვისტო 2018 11:28
აბსოლიტურად სწორია აზრია ბატონო ზაზა. მცხვენია მათ მაგივრად ვინც წერს ბიძინამ მოგვატყუაო, რაში მოგატყუათ? ყველაფერი ისეა როგორც თქვა, რა გინდოდათ ფული მოეცა არაფერში? მდიდრის სიძულვილი, აი ეს არის ცვენი ხალხის იბედურება. თვითონ არაფერს აკეთებს ზოგიერთი და მხოლოდ შურით სკდება. ასეთებო არაფერი გამოგივათ. იშრომეთ, ისწავლეთ. გაუმარჯოს ბიძინას.
ანი
02 აგვისტო 2018 11:15
რაც კარგია კარგია
ეთერი
02 აგვისტო 2018 10:36
ასეთი წურბელები ძალიან მრავლადაა ხელისუფლებაში.ვითომ არაფერს აშავებს,მაგრამ ქვეყნის სასიკეთოდ თითსაც არ გაანძრევს.გამოვა დიდი ერუდიტის პოზით,ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით "გაგვაკვირვებს" და ხრავს ბიუჯეტს.მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია.
avimusaifi
02 აგვისტო 2018 10:26
შენს კომპრაჩიკოსს იცი რა ერქვა? გიორგი თარგამაძე, რომელმაც მოგტაცა დედიკოს კალთას, სულ ღლაპი როდესაც იყავი, არცთუ შენდა ნების საწინააღმდეგოდ დაგამახინჯა სულიერად და მორალურად, გამოგიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე და გაქცია მასხარად, როდესაც ჯერ კიდევ 19 წლის ე.წ. ,,ნაბუშარი'' ტელეკამერების წინ გაიზახოდი ბრტყელ ბრტყელ სიტყვებს, როგორებიცაა, ,,ჩვენი გუნდი'', ,, ჩვენ გპირდებით'' და ასე შემდეგ. სტატიის წაკითხვამდე მეგონა შენზე იქნებდა ეს სტატია.
45რფ
02 აგვისტო 2018 10:09
მოიცა, მოიცა, ეს ნაქრისტიან-დემოკრატალი :) :) გუშინ ჩაუჯდა წიგნებს და ახალი ტერმინები რაც ამოიკითხა ისინი აქ "დაახეთქა" და მენტორულად ასწავლის ჭკუას საზოგადოებას??? :) :) :)

ამას მართლა ჭკიანი გონია თავი რაკი გუშინ ახალი სიტყვებნი ისწავლა?? :) :) :)

ბიჭუნა, ქრისტიან დემოკრატებში რომიყავი და მანამდეც რა იყავი დაავიწყდა ხალხს?? :) :) ისე გირჩევ ზაზუნი, ხალხს დააკვირდე როგორ რეაგირებს, როცა შებრუნდები :) :)
მამუკა
02 აგვისტო 2018 09:13
ავტორო,
დღეის მდგომარეობით, ვისაც ფული აქვს, ბიზნესმენებს ვგულისხმობ ივანიშვილის გარდა, ე.წ.ქურდები აწერენ. მაშინ მიხეილა აწერდა. ვისაც ფული არ აქვს, ტაქსისტებს, მშრომელებს, მიკროავტობუსის მძღოლებს და სხვა, ეს მთავრობა ახევს ფულს რაც აქვთ, მიწის გადასახადით თუ ბენზინის გაძვირებით. ასე რომ შეადარე დემოკრატია და ეკონომიკა.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები