გაზეთი "კვირის პალიტრა"
გვიან გავიგეთ,რომ მღვდელი, რომელმაც ბავშვები მონათლა, იმყოფებოდა სქიზმაში, მაგრამ  მან ნათლობა ყველა წესის დაცვით ჩაატარა და ასეთ დროს  ნათლობა ძალაშია, როგორც ვიცით. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ნათლიდედა მაინც შფოთავდა და პირველივე შესაძლებლობისას გადანათლა თავისი შვილები. არ ვიცი, შემთხვევითობაა, თუ ღვთის რისხვა, რომ იმ ადამიანს(ნათლიდედას)  ზედიზედ მრავალი უბედურება დაატყდა თავს. რით შეიძლება მისთვის უბედურებათა აცილება სამომავლოდ? შევნიშნავ, რომ უბედურებათა მიუხედავად მას არ დაუგმია ღმერთი და არ მიუტოვებია ლოცვა. მეც მუდამ ვლოცულობ მისთვის; კიდევ რას შემოგვთავაზებთ, მამაო? ბავშვები სიცოცხლით სავსენი და კეთილები არიან, როგორ დავიცვათ ისინი მშობლისგან ჩადენილი შეცდომის სიმძიმისგან?
კატეგორია - ნათლობა