გაზეთი "კვირის პალიტრა" - სხვადასხვა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

დღეს მომრავლდნენ ათასგვარი უზნეო  ავტორები, რომლებიც მწერლებად აღიარებენ თავს. ნუთუ მათზე არ გავრცელდება სათანადო საღვთო მისაგებელი?
ზნეობას მოკლებული მწერლებიცა და გრაფომანებიც ერთნაირად ვნებენ ქრისტიანთა სულებს. ისინი პასუხს აგებენ ყოველი თავისი სიტყვისა და ქმედებისათვის.
კატეგორია - სხვადასხვა
სხვა კითხვები
მამაო,ვიცი,ძალიან სულელურ შეკითხვებს ვსვამ და წინასწარ ბოდიშს ვიხდი,ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობ თავს. ვიცი,რომ ომის დროს მტრის მოკვლა არ არის ცოდვა,როცა ამას აქვს მხოლოდ თავდაცვის მიზანი.დაპყრობითი ომი კი ცოდვილი ხასიათისაა. ახლა შეკითხვებს რაც შეეხება: მტრის მოკვლა არა,მაგრამ მტრის ქალზე ძალადობა კი ცოდვაა ხომ? ან სხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენელ ქალზე იმავეს ჩადენა,როგორც ეს გააკეთეს ვთქვათ ბალკანეთის ომის დროს სერბებმა.სამწუხაროდ ჩვენს ისტორიაშიც ხდებოდა ასე და დღესაც ხდება,მაგრამ მე რამდენადაც ვიცი,ეკლესიურად აკრძალულია ასეთი რამ.თანაც ჩვენი ქართველი მეომრები ამას არასდროს კადრულობდნენ.. რამდენად დიდი და მძიმე ცოდვაა ზოგადად ქალის შეურაცხყოფა, გინდაც თანამემამულის, ერთმორწმუნის, თუ უცხოელისა და სხვა სარწმუნოებისა,სულ ერთია?ამას იმიტომ ვკითხულობ,რომ მე თავად გახლდით ძალადობის მსხვერპლი ორჯერ,პირველად ე.წ. მართლმადიდებელი ქართველი მამაკაცის მხრიდან ,როდესაც (დედის მხრიდან რუსი გახლავართ წარმოშობით)მხოლოდ იმიტომ რომ,მისი შეყვარებული შეურაცხყო რუსმა ჯარისკაცმა და ასე ვთქვათ,მან ჩემზე იძია შური,(ხომ იცით ტიპიური ურაპატრიოტული სლოგანი:“ყველა რუსის დედა...““ყველა რუსი ქალი“ და ა.შ.) მეორედ კი უცნობი,მთვრალი პირის მხრიდან,რომლისგანაც ახლა ტყუპები მყავს,აბორტის ცოდვა მაინც ვერ დავიდე.და ამიტომ ძალიან დიდი ტრავმა მაქვს შემორჩენილი..... ამან ყოველივემ დიდი ტკივილი მომაყენა...როგორ უნდა მოვიქცე,როგორ აღვიდგინო სულიერი სიმშვიდე?ძალიან უხერხული კითხვები დაგისვით,მაგრამ მაინც წინასწარ გმადლობთ. ისევ თქვენგან,როგორც სასულიერო პირისგან თუ ვპოვებ თანაგრძნობას.