გაზეთი "კვირის პალიტრა" - ჯვრისწერა.ოჯახი

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მამაკაცმა მოიყვანა მეორე ცოლად ქალი, რომელიც ადრე იყო გათხოვილი, მაგრამ ჯვარდაწერილი არ იყო. მეორედ გათხოვების შემდეგ დაიწერა ჯვარი. ითვლება თუ არა კანონიერ მეუღლედ მეორე მამაკაცი. მათეს სახარებაში წაკითხული მაქვს ასეთი რამ, ვინც ცოლს გაუშვებს და სხვას მოიყვანს, მან იმრუშოსო.
ყველა დეტალი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცოლის მიტოვება და ოჯახის დანგრევა დიდი ცოდვაა, თუმცა ჯვრისწერა ითვლება, რამეთუ ის არის ერთ-ერთი საიდუმლოება შვიდ საიდუმლოებათა შორის.
კატეგორია - ჯვრისწერა.ოჯახი
სხვა კითხვები