გაზეთი "კვირის პალიტრა" - სხვადასხვა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რა სიმბოლო აქვს პირჯვრის გადაწერას?
ჯვარი შემმუსვრელია დემონთა, ჯვარი ძლევაა და გამარჯვება, ამიტომაც პირჯვარი ხშირად უნდა გადავიწეროთ, რათა ბოროტმა ძალამ არ შემუსროს ჩვენი სული. პირჯვრის გადაწერისას ადამიანს უნდა ახსოვდეს გოლგოთა და აღდგომა. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "გლახაკებს თხოვნა შეფერით, ცოდვის დაცემის შედეგად დაგლახაკებულ ადამიანებს - ლოცვა. მარჯვნიდან მარცხნივ იმიტომ ვიწერთ პირჯვარს, რომ ეს ერთგვარი თხოვნაა უფლისადმი, რომ ამ სოფლიდან გასვლის შემდგომ მარჯვენით მიგვიღოს მან, როგორც აღდგა და დაჯდა მარჯვენით მამისა".
კატეგორია - სხვადასხვა
სხვა კითხვები