გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

წირვაზე ყოფნისას დაგვიანებით მოსულმა მრევლმა,რომელიც ჩემზე ასაკით ბევრად უფროსია, მითხრა:,,გაიწიე,ეს ჩემი ადგილია". გაკვირვებულმა შევხედე და ვკითხე: ,,თქვენი ადგილი?" მან კი მიპასუხა: ,კი,ჩემი". ხმაამოუღებლივ გამოვიწიე და სხვა ადგილას დავდექი.მოვიქეცი თუ არა სწორად? უნდა მიმეცა თუ არა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიაში ადგილის ,,დაჯავშნა" არ შეიძლება? ის ხომ შეიძლება კიდევ მოიქცეს ასე.
ამგვარი დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია და ამაზრზენი და არაფერი საერთო არ აქვს ეკლესიურობასთან და ქრისტიანობასთან. თქვენ სწორად მოიქეცით, რომ არაფერი უთხარით, მაგრამ უნდა გეთქვათ მოძღვრებისთვის, რადგან მას შესაბამისი ზომები მიეღო.
სხვა კითხვები