გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მინდა რამდენიმე დღე დედათა მონასტერში ვიცხოვრო და ვილოცო. არის თუ არა თბილისში ან თბილისთან ახლოს ასეთი მონასტერი და როგორ მოვიქცე?

თბილისში დედათა მონასტრები ავლაბარში, დარეჯანის სასახლის ეზოში და ავჭალაში, იონე ნათლისმცემლის ეკლესიასთან მდებარეობს. ხოლო მცხეთაში - სამთავროს დედათა მონასტერია. მიბრძანდით რომელიმე მონასტრის წინამძღვართან და ის გირჩევთ, თუ რა არის საჭირო თქვენი სურვილის განსახორციელებლად, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მონასტერში გარკვეული ხანი დაყოთ.
სხვა კითხვები