გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ძალიან ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდის წმინდანთა გამოსახულებით. ამ ბოლო დროს წმინდანთა გამოსახვა საბავშვო რვეულების ყდებზეც დაიწყეს. რამდენად მართებულია ეს?
საბავშვო რვეულებზე წმინდანთა გამოსახვა სასურველი არ არის. წმინდანთა გამოსახულებებს პატივითა და კრძალვით უნდა მოვეპყრათ, პატარებს კი ამის გაცნობიერება უჭირთ. ისინი ხშირად თამაშობენ რვეულებით, ხატავენ, ხაზავენ, აჭუჭყიანებენ მათ. ამიტომაც ვთხოვთ კერძო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ საბავშვო ნივთებზე წმინდანთა გამოსახვისაგან. რაც შეეხება პრესას, იგი უფროსებისთვის არის განკუთვნილი და საპატრიარქოს კურთხევით, გამომცემლობები გვაფრთხილებენ, რომ ხატებს პატივით უნდა მოვეპყრათ. ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სათანადო პრესა გაცნობის შემდეგ სუფთა ადგილზე შეინახოს ან დაწვას.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა