გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარმა ტაძარი დაგვატოვებინა, რადგან შარვლები გვეცვა. იქ შეძენილი სანთელი ნაცვლად იმ ხატისა, რომელთანაც უნდა დაგვენთო, შინ დავანთეთ. რამდენად სწორად მოვიქეცით?
არაფერია ცუდი იმაში, რომ ტაძრიდან წამოღებული სანთელი შინ დაანთეთ. ღმერთი ყოველივეს ხედავს და გულწრფელ ლოცვას ყოველი ადგილიდან შეიწირავს. იმ ხატთან კი, რომელთანაც სანთლის დანთება გნებავდათ, სანთელი სხვა დროს დაანთეთ, ოღონდ ტაძარში კაბით შემოსილი მიბრძანდით, - გარდა იმისა, რომ შარვლით ტაძარში მისვლა საეკლესიო ტრადიციით არ არის ნებადართული, არც ზნეობრივადაა მოსაწონი და ტაძარში შესვლას, ისე როგორც სხვა ადგილებში, თავისი წესი და რიგი აქვს. ტაძარში ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ღვთისთვის მოსაწონია და ტაძარს შეეფერება. განა თქვენ სპორტული ტანსაცმლით შებრძანდებით ოპერაში? ტაძარიც მოითხოვს მოკრძალებულობასა და პატივისცემას...
სხვა კითხვები