გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

აქამდე ეკლესიაში არ დავდიოდი. ახლა კი დავიწყე სიარული ჩვენი სოფლის ახალაშენებულ ტაძარში, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე იქ შესვლის დროს.
ტაძარში მისვლით თქვენ მართლმადიდებლის ცხოვრების მთავარ წესს ასრულებთ - უფალს უახლოვდებით. ზოგადად კი ეკლესია უფლის სახლია, მის მიმართ მოკრძალება და პატივისცემა უნდა გამოხატოთ. პირველ რიგში, ტაძარში შესვლის წინ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, ხოლო შესვლისას სასურველია წარმოთქვათ ლოცვა: «შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა წმიდასა შენსა, შიშითა შენითა უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის, წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი». თუკი ტაძრის კარს  ეამბორებით, ამით კიდევ ერთხელ გამოხატავთ ეკლესიის მიმართ პატივისცემას. უკვე ტაძარში შესული კი უნდა მიხვიდეთ ტაძრის შუაგულში ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატთან, ეამბოროთ და თაყვანი სცეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაანთოთ სანთელი და ილოცოთ. რაც მთავარია, უნდა გაესაუბროთ მოძღვარს, სთხოვოთ გახდეს თქვენი სულიერი მამა და ქრისტიანულ ცხოვრებაში წარგიძღვეთ.
სხვა კითხვები