გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი?
მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირადღეს აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველია ყოველ კვირადღეს ვეზიაროთ, მაგრამ რადგანაც ამას ჩვენი სულიერი სისუსტისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვახერხებთ, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შეძლოთ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ზიარებისთვის საგანგებო მომზადება და მარხვის შენახვა არ სჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ ზიარების მისაღებად ისინი ტაძარში ყოველ კვირას მიიყვანოთ.
სხვა კითხვები
მამაო, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.ლოცვისას ღმერთს ყველთვის ვთხოვდი ბედნიერებას.ამ დროს თითქოს ეშმაკი მეუბნებოდა- მე მთხოვეო. მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ ფიქრს. ერთხელ, ლოცვისას ჩემი ნების გარეშე გონებაში თითქოს ვთქვი- თანახმა ვარ.გულწრფელად გეუბნებით, ეშმაკისათვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მეშინია რამე კარგი არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს ეშმაკისგანაა. ღმერთისთვის ახლობლის ჯანმრთელობაც ვერ მითხოვია, ამ დროს უნებურად თითქოს ვიმეორებ-ეშმაკო დამეხმარე. სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.დამეხმარეთ.