გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მე მხოლოდ ორი სახის ჯვრის შესახებ ვიცი: წმინდა ნინოსი და ტრადიციულის. ამბობენ, რომ სხვა ფორმის ჯვრებიც არსებობს. რომელი? ქართველი მართლმადიდებლებისათვის რომლის ქონაა სასურველი?
მას შემდეგ, რაც უფალი ჯვარს აცვეს, ქრისტიანებმა რამდენიმე ფორმის ჯვარი შექმნეს: ზოგზე მაცხოვარია გამოსახული, ზოგზე კი არა. არსებობს ანდრია პირველწოდებულის X-ის ფორმის ჯვარი. არის, აგრეთვე, გადაბრუნებული ჯვარი პეტრე მოციქულისა, - როგორც ცნობილია პეტრემ თავი ღირსად არ ცნო ჯვარზე ისეთი წესით გაეკრათ, როგორც ქრისტე და ამიტომ ის გადაბრუნებულ ჯვარზე აწამეს... მნიშვნელობა არა აქვს, მართლმადიდებლები რომელ ჯვარზე ილოცებენ. მთავარია, მას ეკლესია კანონიკურად აღიარებდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ ჯვარი მართლმადიდებლური არ არის, მიმართეთ მოძღვარს.
სხვა კითხვები