გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რას ნიშნავს სიტყვა «მეტანია» და რით განსხვავდება დიდი და მცირე მეტანია ერთმანეთისგან?
სიტყვა მეტანია ბერძნულად «სინანულს» ნიშნავს. დიდი და მცირე მეტანია ერთმანეთისგან უმთავრესად გარეგნული ფორმით განსხვავდება. მცირე მეტანიის დროს ვიხრებით და ხელით ვეხებით მიწას, დიდი მეტანიისას კი ვიჩოქებთ და თავს მიწაზე ვხრით. დიდი მეტანია სრულდება კვირის ყოველ დღეს, გარდა კვირადღისა. დიდ მეტანიას არ ვასრულებთ  აღდგომიდან სულთმოფენამდე. სულთმოფენობა დღეს მუხლის მოყრის ლოცვები იკითხება და დიდი მეტანიის შესრულებაც იწყება. როგორც ხედავთ, დღესასწაულების დღეებში დიდი მეტანიის შესრულება აუცილებელი არ არის. ეს იმითაა განპირობებული, რომ საღვთო სიხარულის დროს ყოველივე მსუბუქდება. უფლის წინაშე სინანულის გამოხატვა უფრო დატვირთულია დიდი მარხვის დღეებში. გვახსოვდეს, რომ მთავარია არა მეტანიის გადაჭარბებული ხაზგასმულობით შესრულება, არამედ ის, რომ შინაგანად იგრძნოთ სინანული უფლის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო.
სხვა კითხვები