გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რას ნიშნავს ფარული მონაზონი?
კომუნისტური მმართველობის დროს, როდესაც ტაძრები გააუქმეს და ღვთისმსახურნი მონასტრებიდან გამოდევნეს, ბევრმა მონაზონმა ასეთი გზა აირჩია - ისინი აღკვეცილ იყვნენ, მაგრამ ამის გამხელას ერიდებოდნენ და ფარულად მოღვაწეობდნენ, სამონაზვნო კანონებს აღასრულებდნენ, მაგრამ მათი ღვაწლი დაფარული იყო. მაგალითად, ბეთანიის მონასტერში ორი ასეთი ბერი - გიორგი და იოანე (ამჟამად წმინდანებად შერაცხულნი) საყდრობდა, ისინი სახელმწიფო წესით, ოფიციალურად მონასტრის დარაჯებად იყვნენ გაფორმებულნი.
სხვა კითხვები