გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ხშირად მინახავს, რომ ტაძარში შესვლისას ტაძრის შესასვლელ კარს ან ტაძრის კედლებს ეამბორებიან. ეს აუცილებელია?
საუკუნეების  მანძილზე არსებობს ტაძარში შემსვლელთათვის ტაძრის მიმართ თაყვანისცემის გამომხატველი სიტყვები: «შევიდე სახლსა შენსა და თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა»... ტაძრის კარსა თუ კედლებზე ამბორი ამ თაყვანისცემისა და მოკრძალების გამომხატველია. ასე შინაგანად ვემზადებით ღვთის სახლში შესასვლელად. ეს თქვენს შინაგან სურვილზეა დამოკიდებული.
სხვა კითხვები