გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შემიმჩნევია, რომ ერთ-ერთ ტაძარში ხშირად შედიან იმ სექტის წევრები, რომლებიც ახლომდებარე შენობაში იკრიბებიან. ხომ არ მოაკლდება მადლი ამით ტაძარს ან მის მრევლს?
ამ შემთხვევაში არც ტაძარს და არც მის მრევლს მადლი არ აკლდება. რაც შეეხება მწვალებელთაგან დაბნეულ ადამიანებს, ტაძარში შესვლა მათი სულისთვის სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს, იქნებ უფლისკენ მავალი ჭეშმარიტი გზა დაინახონ. სიყვარულითა და მოთმინებით მოეპყარით მათ. ეცადეთ თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით აჩვენოთ, რომ გზას აცდენილი არიან.
სხვა კითხვები