გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რით გვიკავშირდება მართლმადიდებლებს ებრაელთა პასექი, რატომ ვახსენებთ მას აღდგომასთან ერთად?
პასექის დღესასწაული ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის აღსანიშნავად დაწესდა. როცა უფლის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ეგვიპტელებმა ებრაელები ტყვეობიდან არ გაათავისუფლეს, ღმერთმა ებრაელებს უბრძანა  სახლის კარი კრავის სისხლით დაენიშნათ,  რათა ეგვიპტელების დასასჯელად მოვლენილი ანგელოზი მათ ოჯახებს არ შეხებოდა. ამ მრისხანე სასჯელის შემდეგ ეგვიპტელებმა საზღვრები გახსნეს. იმ დროიდან ებრაელები მადლიერების ნიშნად, პასექის დღესასწაულზე უფალს კრავს მსხვერპლად სწირავენ. უფალი ჩვენი, იესო, კაცობრიობის ცოდვებისგან გამოხსნას კრავის მსგავსად შეეწირა, - წმინდა წერილებში ქრისტეს ასეც მოიხსენიებენ  «კრავი უფლისა». თუ ებრაელები კრავის სისხლმა ფიზიკურად გადაარჩინა, კაცობრიობა უფლის მსხვერპლად შეწირვამ ფიზიკურადაც იხსნა და სულიერადაც.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა