გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შინ ხატების კუთხე მაქვს. მაინტერესებს, რიგითობის მიხედვით, როგორ უნდა განვალაგო ხატები კედელზე.
ხატების განლაგებისას მართლაც სასურველია წმინდანთა იერარქიის წესის დაცვა. ეს წესი დაცულია ტაძრებში. ჯერ წმინდა სამების ხატი განთავსდება, შემდგომ მაცხოვრისა, მათ მომდევნოდ კი დედაღვთისმშობლის. ამის შემდეგ განთავსდება სხვა წმინდანთა ხატები. ასევე შეგიძლიათ განალაგოთ შინაც ხატები, თუმცაღა შეეცადეთ, რომ შინ ხატები მცირე რაოდენობით გქონდეთ. ტრადიციულად საქართველოში ყოველთვის ცდილობდნენ, ოჯახში მცირე რაოდენობის ხატები ჰქონოდათ... თუკი შინ გაქვთ ერთი და იმავე წმინდანის რამდენიმე ხატი და არ შეგიძლიათ, ყველა კედელზე დაკიდოთ, გირჩევთ, გააჩუქოთ, რადგანაც ხატი სარკმელია ზეციურ სარკმელში საჭვრეტად და მასზე ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ.
სხვა კითხვები
მამაო, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.ლოცვისას ღმერთს ყველთვის ვთხოვდი ბედნიერებას.ამ დროს თითქოს ეშმაკი მეუბნებოდა- მე მთხოვეო. მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ ფიქრს. ერთხელ, ლოცვისას ჩემი ნების გარეშე გონებაში თითქოს ვთქვი- თანახმა ვარ.გულწრფელად გეუბნებით, ეშმაკისათვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მეშინია რამე კარგი არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს ეშმაკისგანაა. ღმერთისთვის ახლობლის ჯანმრთელობაც ვერ მითხოვია, ამ დროს უნებურად თითქოს ვიმეორებ-ეშმაკო დამეხმარე. სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.დამეხმარეთ.