გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მინდა საგანგებოდ ჩამოვიდე თბილისში და მშენებარე სამების ტაძარი მოვინახულო, რისი შეწირვა შეიძლება მისთვის?
ღვთის წინაშე მატერიალურ შესაწირს სულიერი შესაწირი აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ქრისტიანული ცხოვრების წესით, სათნოებითა და ადამიანების სიყვარულით უნდა ცხოვრობდეთ. ეკლესიურად ცხოვრება იქნება თქვენი ყველაზე დიდი შესაწირი ღვთისადმი. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ შესაძლებლობის მიხედვით გაიღოთ რისი სურვილიც გაქვთ - გნებავთ ბევრი, გნებავთ მცირედი. შესაწირის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, წრფელი გულით შესწიროთ. ფსალმუნი გვასწავლის: «გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს»-ო.
სხვა კითხვები