გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ამბობენ, რომ ეკლესიაში მისულ ადამიანს ბოროტი ძალა უფრო ებრძვის, ვიდრე იმას, ვინც იქ არ დადის. ეს რას ნიშნავს, მორწმუნე უფრო დაუცველია, ვიდრე ურწმუნო?
ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ ძალას არ უნდა, რომ ადამიანს უფალი იცავდეს. ბოროტს იმდენად შურს იმ სიკეთის, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ყოველ წუთს ცდილობს კაცი ამ სიკეთისგან განაშოროს, ამიტომაც აცდუნებს. როცა ადამიანი ცოდვებში იფლობა, ბოროტი ძალა მშვიდად არის, მსხვერპლს ჩააგონებს, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებაა მართებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად ამქვეყნიურ ვნებებში ჩაფლულები, გარშემომყოფებსაც გულწრფელად ურჩევენ გამოსცადონ ვნებების სიამოვნება. მათ სჯერათ, რომ ამით არაფერი შავდება... მაგრამ როგორც კი მსხვერპლი მოინდომებს ცოდვებისგან გათავისუფლდეს, უტევს მას... გვერწმუნეთ, რაც უფრო მეტად დაუდგებით გვერდით უფალს და მიმართავთ ეკლესიას, მით უფრო შესუსტდება ბოროტის ძალა. ის ვერასდროს მოგერევათ, თუკი ეკლესიურად გაძლიერდებით.
სხვა კითხვები