გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მსურს ჩავაბარო სასულიერო აკადემიაში. გთხოვთ განმიმარტოთ, რა წინა პირობაა ამისთვის საჭირო.
სასიხარულოა, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდათ. რელიგიური ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ უფალთან დაგაახლოებთ, არამედ საერო ყოფის სიმძიმესაც გაგიიოლებთ. ასეთი სურვილი ადამიანში უფლის ნებით იბადება. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი თქვენი მიზნის მისაღწევად. სანამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარებდეთ, უნდა მოემზადოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიურად უნდა იცხოვროთ, სულიერად იყოთ მზად საღვთო მცნებების მოსასმენად და შესასწავლად. უნდა გყავდეთ მოძღვარი, რომელსაც ეცოდინება თქვენი ცხოვრების წესი და რეკომენდაციას მოგცემთ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის. რაც შეეხება არჩევანს, ამჟამად სასულიერო სემინარიები საქართველოს რამდენიმე რაიონშია და სადაც მოგიხერხდებათ, იქ ისწავლეთ.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა