გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ჩვენი უფლის ბრწყინვალე შობა უპირველესად მწყემსებმა და მოგვებმა შეიტყვეს... რატომ ეუწყა პირველად მაინც და მაინც მათ იესოს დაბადება, იგი ხომ ყველა ადამიანთა გადამრჩენლად დაიბადა.
იესო ყველა ჩვენგანის ცოდვების მტვირთველად და გადამრჩენლად დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ამას ვერ ვგრძნობთ და არც ჩვენს გულებში ვუშვებთ მას. მაშინაც ასე იყო - მრავალმა იცნო და მიიღო იგი, მაგრამ მრავალიც განუდგა... პირველნი, ვინც მისი დაბადების სიხარულმა გააბრწყინა და უფალი გულში შეუშვა, ყველაზე უბრალონი - მწყემსები და ყველაზე ბრძენნი - მოგვნი იყვნენ... ეს სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ იესოს შესაცნობად და შესაყვარებლად პირველ რიგში, უბრალოება და გონიერებაა საჭირო...
სხვა კითხვები