გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ამბობენ, რომ როცა იესო დაიბადა, იმავე წუთს ცაზე ვარსკვლავი გამობრწყინდა და მოგვებს ბეთლემისკენ წარუძღვაო. რას ნიშნავს ეს, ვარსკვლავი ცაზე ასე თვალნათლივ მოძრაობდა?
ჩვეულებრივი ასტრონომიული ვარსკვლავების მოძრაობა თვალისთვის შესამჩნევი არ არის. ისინი დროის მონაკვეთში მხოლოდ დედამიწის მოძრაობის თანხვედრილად გადაადგილებიან... იესოს დაბადებისას მოვლენილი ვარსკვლავი კი მოგვებს წინ მიუძღოდა. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ვარსკვლავი, რომელიც ქრისტეს დაბადებისას ცაზე გამობრწყინდა, უფლისაგან მოვლინებული მანათობელი იყო, რომელსაც კაცობრიობისთვის ქრისტეს დაბადება უნდა ეხარებინა და მოგვებს ბეთლემისაკენ წარუძღვა, სადაც ბაგაში იწვია ყრმა იესო.
სხვა კითხვები