გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

აუცილებელია თუ არა ეკლესიისათვის შესაწირის გაღება?
ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, - ჩვენ გაძლევთ სულიერს, უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რითი შეიძლება მადლიერება გამოხატოს ადამიანმა ეკლესიის წინაშე, როდესაც ეს უკანასკნელი მორწმუნეს აძლევს ყველაფერს სულიერს - სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე.
შეწირული და სანთლიდან შემოსული თანხა ხმარდება აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქაროსნების, მედავითნეების და სხვათა ხელფასებს. შესაწირავი ნებაყოფლობითია, მაგრამ ტრადიციულად იწირება მღვდელმსახურებისას, როგორიცაა ჟამისწირვა, პარაკლისი, პანაშვიდი, ნათლობა, ქორწინება და სხვ.
სხვა კითხვები