გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რას ნიშნავს სახარებისეული განმარტება, როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო? მტერს პასუხი არ გავცეთ?
ქრისტიანული ხედვით ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ აგრესიას, სიძულვილს ავლენს, მეორემ მიტევება, სიყვარული უნდა დაუპირისპიროს... სიყვარულია ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოგდებისთვის. კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე ხშირად დაუმტკიცებია, რომ აგრესიას შეგებებული აგრესია სასურველ მიზანს ვერასოდეს აღწევს, პრობლემა არათუ წესრიგდება, არამედ ღრმავდება... სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით უფალმა მოგვცა თავისი ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ხოლო ის ლოცავდა და მიუტევებდა... ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როცა სამშობლოს ომი აქვს, როცა აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობანი უზნეობად იქცევა... ამ შემთხვევაში აგრესიას შეიძლება ძალაც დავუპირისპიროთ, მაგრამ ეს პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა არ უნდა იყოს.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა