გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

გამიგია, რომ არის ერთი დღე, როცა შეიძლება თვითმკვლელს ეკლესიაში დავუნთოთ სანთელი და ვილოცოთ მისი სულისთვის, როდის?
მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს არც ერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულებისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. იესოს სიყვარული ნებაყოფლობითია. იგი ამბობს, ვისაც უნდოდეს, შემომიდგესო... თუ ადამიანი სიცოცხლეში არ მივიდა ქრისტესთან და, სასოწარკვეთაში მყოფს, უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის... თქვენი შეკითხვა ალბათ დაკავშირებულია ხალხში გავრცელებულ ცრურწმენასთან, თითქოსდა თვითმკვლელებისათვის სანთლის დანთება და წირვაში მოხსენიება შეიძლება 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის მოხსენიების დღეს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეს მხოლოდ ცრურწმენაა. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაცემა შეიძლება გაჭირვებულთათვის. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა