გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

 რატომ ეწოდება უფალს ერთ-ერთ სახელად «გზა», როგორ უნდა გავიგოთ ეს?
უმჯობესია ვთქვათ, რომ სიტყვა «გზა» უფლის სახელწოდება კი არა, იმისი მინიშნებაა, თუ რას გვაძლევს უფალი. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება... მე ვარ პური თქვენიო... ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ უფალი გვაძლევს თვით ცხოვრებას, გვასწავლის რა გზით წარვმართოთ იგი და გვაჯილდოებს ჭეშმარიტების შეცნობის უნარით.
სხვა კითხვები