გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როცა მართლმადიდებელი ეკლესიაში შედის მაშინ, როდესაც წირვა-ლოცვა დამთავრებულია და უკვე ჯვრის თაყვანისცემის დროა, შეუძლია თუ არა მას ტაძარში მყოფ ხალხთან ერთად ემთხვიოს ჯვარს?
რასაკვირველია, როდესაც ადამიანი რწმენით შედის ტაძარში, მას სხვა მლოცველებთან ერთად შეუძლია ჯვრის მთხვევა. ჯვრისგან მადლი ყველა ჩვენგანზე გადმოდის... თუმცა სასურველია და საჭიროც არის, მორწმუნე წირვა-ლოცვას ესწრებოდეს, რათა მასზე გადასული უფლის მადლი გამთლიანდეს... სანამ ჯვრის თაყვანსაცემად მიბრძანდებოდეთ, ემთხვიეთ და თაყვანი ეცით ტაძრის წმინდანის ან რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძრის შუა ადგილზე დასვენებულ ხატს... ჯვრის მთხვევის შემდეგ, ასევე თაყვანისცემით დაემშვიდობეთ ტაძარსაც...
სხვა კითხვები