გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

 ჩვენს სოფელში ეკლესიის აღდგენა დაიწყეს... ხომ არ შევცოდავთ, რომ ტაძარს გადასახური მასალა არ შევწიროთ და მშენებლებს მივყიდოთ?
შეგვიძლია დაგამშვიდოთ: ასეთი ქმედება არავითარ შემთხვევაში ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, რადგანაც ანგარება არ გამოქმედებთ - თქვენი შეკითხვა მეტყველებს, როგორ განიცდით, რომ მშენებლები ტაძრისთვის საჭირო მასალაში ფულს გიხდიან. ჩანს, ამას შეჭირვების გამო აკეთებთ. მოიქეცით ისე, როგორც თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გიკარნახებთ...
სხვა კითხვები