გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

აუცილებელია თუ არა შინ გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ უნდა შევინახოთ იგი?
ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. იგი გამოიყენება დასალევად და ოთახში სასხურებლად. უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და მის დასალევადაც განკუთვნილი უნდა იყოს პატარა ჭიქა. სასურველია ნაკურთხი წყალი ყოველ დილით უზმოზე, ლოცვის შემდეგ დალიოთ. იგი ყოველთვის მიიღეთ ავადმყოფობისას.
სხვა კითხვები