გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რომელი წელი ითვლება მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების გაყოფის საბოლოო თარიღად?
მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების საბოლოო გაყოფა მოხდა 1054 წელს, როცა კათოლიკეებმა მრწამსში შეიტანეს ცვლილება სულიწმიდის გამომავლობის შესახებ. ქრისტეს მოვლინებიდან ათი საუკუნის მანძილზე ქრისტიანული ეკლესია სულიწმიდის მხოლოდ მამიდან გამომავლობას აღიარებდა. 1054 წლიდან კათოლიკურ მრწამსში გაჩნდა განჩინება, რომ სულიწმიდა არა მარტო მამიდან გამოვალს, არამედ ძიდანაც. ამ განჩინებამ დაარღვია საუკუნეების განმავლობაში დაწესებული ჭეშმარიტი ქრისტიანული კანონიკა და ნიადაგი მოუმზადა ათასი ჯურის მწვალებელთა გამოჩენას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაყოფა უმტკივნეულოდ არ მომხდარა. ხანგრძლივი დროის მანძილზე ამას წინ უძღოდა დაპირისპირება რომისა და ბიზანტიის პოლიტიკასა და ქრისტიანულ აღმსარებელთა შორის.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა