გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ამბობენ, უფალი ეკლესიის აღმშენებელს ყველა ცოდვას შეუნდობსო. ახლა ძალიან ბევრი ტაძარი შენდება, ნუთუ ადამიანს ეს აძლევს იმის ნებას, რომ ცოდვები ჩაიდინოს?
თუ ადამიანი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ეკლესია თავისი ცოდვების მონანიების მიზნით ააგო, არ ცდილობს შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, რა აზრი აქვს ეკლესიის მშენებლობას? ეკლესია არ არის ხარკი ღვთის წინაშე ადამიანის განუწყვეტელი ცოდვებისათვის. პირიქით, ტაძრის ამშენებელს უფრო მეტი მოეთხოვება ღვთის წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. ადამიანმა ჯერ საკუთარ სულში უნდა ააგოს ტაძარი, მთავარია წრფელი გული და არა შესაწირავის რაოდენობა. სამწუხაროდ, სიკეთეს ზოგჯერ დიდ და პატარა ნაწილებად ვყოფთ და გვავიწყდება ცნობილი ამბავი - როცა უფალი იერუსალიმის ტაძართან იდგა და მის თვალწინ მდიდარმა დიდი შესაწირავი გაიღო, ქვრივმა ქალმა - მცირე... იესო მიუბრუნდა მოციქულებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ქალის უფრო შეიწირა, რადგან - მდიდარმა ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ქვრივმა - რაც გააჩნდაო. უფალი შეიწირავს და ცოდვებს შეუნდობს მაშინ, თუ შესაწირი თავმდაბლობითა და ქრისტიანული მადლით შეიწირება.
სხვა კითხვები