გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

გთხოვთ ცოტა რამ გვითხრათ მეორედ მოსვლის წინა პირობების შესახებ.

მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ უამრავი ნიშანია აღწერილი ბიბლიაში. ეს ნიშნები ნაწილ-ნაწილ ხორციელდება ჩვენ თვალწინ. ასეთია ომები, მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობების გამრავლება, სატანური სექტების მოღვაწეობა. მეორედ მოსვლის ერთ-ერთი წინა პირობაა ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება ხალხი ცრუ ხიბლით აცდუნოს (ეს მოვლენები კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში). არ ცდუნდება ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და უფალი ჭეშმარიტად უყვარს, ხოლო შემდგომ «მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს შუქს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით».
ეს იქნება უფალი, მოვა და განსჯის ცოცხალსა და მკვდარს, მაგრამ ეს ჟამი როდის დადგება, არავინ იცის, არც ზეცის ანგელოზებმა.
სხვა კითხვები