გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ჩემს სოფელში, დანგრეული ეკლესიის ადგილას, პატარა სალოცავია, სადაც ხალხისგან შეწირული ხატები ასვენია. აქვე გვერდით დგას გამხმარი კაკლის ხეც. ის შეიძლება წაიქცეს და მსხვერპლი მოჰყვეს. ღვთის შიშით, წმინდა ადგილზე ხის მოჭრას ვერ ვბედავთ. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ.
ღვთის მიმართ ცოდვა იმ გამხმარი ხის მოჭრა არ არის, რომელიც საშიშროებას გიქმნით. როცა ხე ხმება, მის ადგილზე ახალი უნდა დარგო. სასულიერო პირები დაზიანებულ ხატებსაც წვავენ, როცა მათი აღდგენა არ ხერხდება. ის, ვინც სიძულვილით ან ჯიბრით გაანადგურებს ეკლესიის ქონებას, რასაკვირველია, დაისჯება. როცა საჭიროა, ხეც უნდა მოიჭრას და ეკლესიიდან შემოწირულობებიც გაიცეს, მადლობა ღმერთს, რომ ეს შეგვიძლია.
სხვა კითხვები