გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს მონოფიზიტობა და სომხების გარდა კიდევ ვინ არიან მონოფიზიტები?
მონოფიზიტობა ქრისტეში მხოლოდ ერთბუნებოვნებას აღიარებს. სომხები მონოფიზიტები არიან, რადგან ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას ცნობენ. ეს მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი შეხედულებაა - იესოს ადამიანური, კაცობრივი ბუნებაც ჰქონდა. ასე რომ არ იყოს, მთელი მისი ცხოვრება მოჩვენებითობა იქნებოდა. მონოფიზიტიზმი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში გაჩნდა ქრისტიანულ ეკლესიაში. მართლმადიდებელმა მღვდელმთავრებმა, როგორც კი შეამჩნიეს ამგვარი ერესი, 450 წელს ქალკედონში მოიწვიეს IV საეკლესიო კრება და ეს აღმსარებლობა დაგმეს. თუმცა სომხები დღემდე დარჩნენ მონოფიზიტებად. მონოფიზიტები არიან აგრეთვე ეგვიპტეში მცხოვრები ხალხი, კოფტები.
სხვა კითხვები