გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ცნობს თუ არა ქრისტიანული ეკლესია რეინკარნაციას - ადამიანთა ხელმეორედ დაბადებას?
რეინკარნაციას მართლმადიდებლობა არ ცნობს. ადამიანი ერთხელ იბადება და არასოდეს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად, უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ არსებობას არ ამთავრებს. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ უხრწნელი ხორცით.
სხვა კითხვები
მამაო, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.ლოცვისას ღმერთს ყველთვის ვთხოვდი ბედნიერებას.ამ დროს თითქოს ეშმაკი მეუბნებოდა- მე მთხოვეო. მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ ფიქრს. ერთხელ, ლოცვისას ჩემი ნების გარეშე გონებაში თითქოს ვთქვი- თანახმა ვარ.გულწრფელად გეუბნებით, ეშმაკისათვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მეშინია რამე კარგი არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს ეშმაკისგანაა. ღმერთისთვის ახლობლის ჯანმრთელობაც ვერ მითხოვია, ამ დროს უნებურად თითქოს ვიმეორებ-ეშმაკო დამეხმარე. სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.დამეხმარეთ.