გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რა დროიდან გადმოდის მარადიული ცეცხლი ქრისტეს საფლავზე, ანუ პირველად როდის გადმოვიდა.
პირველი ცეცხლი ქრისტეს საფლავიდან იმ დღესვე გადმოვიდა, როდესაც ქრისტე აღსდგა. შემდეგ გოლგოთაც მოასწორეს და საფლავსაც მიწა გადააყარეს. მხოლოდ მეოთხე საუკუნეში, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და დედამისმა, წმინდა ელენე დედოფალმა საფლავის ადგილი გაწმინდეს და იქ ტაძარი ააგეს, კვლავ გამოჩნდა ცეცხლი ქრისტეს საფლავზე. მას შემდეგ ამ ტაძარში წმინდა ცეცხლი ქრისტეს აღდგომის ყოველ დღესასწაულზე გადმოვლინდება. და ჩვენდა სასიხარულოდ მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქისა და მართლმადიდებლების სანთელს გააბრწყინებს.
სხვა კითხვები