გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რა არის ძირითადი განმასხვავებელი კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის და ქრისტიანული კონფესიებიდან ყველაზე ახლოს რომელი დგას მართლმადიდებლობასთან?
კათოლიკური და მართლმადიდებლური აღმსარებლობის ძირითადი განსხვავება საეკლესიო დოგმებშია: XII საუკუნიდან, დედა ეკლესიისაგან გამოყოფის შემდეგ, მათ საეკლესიო დოგმები შეცვალეს. მაგალითად, კათოლიკეები ასწავლიან, რომ სულიწმიდა გამოდის არა მარტო მამისაგან (როგორც ჩვენს მრწამსშია), არამედ ძისაგანაც; რომ ღვთისმშობელი უბიწოდ ჩაისახა (მაშინ, როცა მხოლოდ ქრისტეა უბიწოდ ჩასახული). კათოლიკეებს აქვთ ერთი კაცის - რომის პაპის უცთომელობა, რაც დაუშვებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს უცთომელი... და ა.შ. აი, ეს არის კათოლიკეთა ის ძირითადი დოგმები, რომელიც ჭეშმარიტებას არღვევს და ადამიანს უფლისაგან აშორებს. რაც შეეხება მართლმადიდებლებთან ქრისტეს სხვადასხვა აღმსარებელთა სიახლოვე-სიშორეს, აქ საკითხი ასე დგას - ან უნდა ემსახურებოდე ჭეშმარიტებას და უახლოვდებოდე უფალს, ან უნდა ემსახურებოდე სიყალბეს და შორდებოდე მას. ისინი, ვინც უფლის მიმართ მცდარ მსახურებას ასრულებენ და მრევლს მაცხოვარს აშორებენ, მართლმადიდებლებთან ახლოს ვერ იქნებიან. ხოლო ისტორიულად, ჩვენთან ყველაზე ახლოს კათოლიკეები დგანან. ერთად ვიყავით ქრისტეს დაბადებიდან XII საუკუნემდე. შემდგომში ყველა პროტესტანტული მოძრაობა კათოლიკეებისგან გავრცელდა.
სხვა კითხვები