გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, წლების განმავლობაში 21 სექტემბერს იკვლებოდა ცხვარი. წელს ტაძრის ახალმა მოძღვარმა ცხვრის დაკვლა აკრძალა. მართებულად მოიქცა თუ არა იგი?

21 სექტემბერი უდიდესი დღესასწაულია - ღვთისმშობლის შობის დღე. დღესასწაულის აღნიშვნა ღვთისმსახურებით ხდება და ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღესრულება წირვა. თუ გსურთ ეს დღესასწაული ჭეშმარიტად იზეიმოთ, ტაძარში მიბრძანდით და წირვას დაესწარით. ცხვრის დაკვლა ღვთისმსახურება არ არის. ამ ფაქტს ერთადერთი დატვირთვა აქვს - ადამიანი გამოკვებოს. ამ ქმედებას მადლი მაშინ ექნება, თუკი ცხვრის ხორცს გაჭირვებულებს დაურიგებთ და პირუტყვის დაკვლას რიტუალის სახეს არ მისცემთ.
სხვა კითხვები