გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი


რას ფიქრობთ ინდური ფილოსოფიური მოძღვრების, იოგას მიმდევრების მიერ ჩადენილი სასწაულების შესახებ, როგორიცაა ნაკვერჩხლებზე გავლა, 40 დღის განმავლობაში დამარხულ მდგომარეობაში ყოფნა და ა.შ. რა ძალა ეხმარება მათ ამ სასწაულების ჩადენაში?
ისეთ «სასწაულებს», რომლებსაც იოგას მიმდევრები სჩადიან, სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც აღასრულებდნენ - კარგად ნავარჯიშებ, დახელოვნებულ ადამიანს მართლაც შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც ხალხს აოცებს. მაგრამ სასწაული მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა გაოცებისთვის, გარეგნული ეფექტისთვის კი არ ხდება, არამედ ადამიანის სარგებლიანობისთვის. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდ სასწაულებს თვით უფალი და ეკლესიის მამები აღასრულებდნენ. როცა საჭირო იყო, მიცვალებული გაუცოცხლებიათ. იოანე ზედაზნელმა ჭიქა გააჩერა ჰაერში, შიო მღვიმელმა ხელისგულზე დაიწყო ნაკვერჩხლები, ხოლო ისე წილკნელმა წყალს კვერთხი დაჰკრა და მდინარე აღმართს შეუყვა. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ სულიწმიდა სამყაროს ოთხივე სტიქიას იმორჩილებს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ გახლავთ და ეს ხდება ადამიანის რწმენის განმტკიცებისა და სულის და ხორცის გადარჩენისათვის. გირჩევთ, ნებისმიერი «სასწაული» ამ თვალსაზრისით შეაფასოთ.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა