გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რატომ გამოეყვნენ »სტაროვერები» რუსულ ეკლესიას და ითვლება თუ არა ეს რელიგიური მიმდინარეობა სექტად?
სიტყვა «სტაროვერი» ძველი წესების მიმდევარს ნიშნავს. სწორედ ძველი წეს-ჩვეულებების მიზეზით გამოეყვნენ ისინი რუსეთის ეკლესიას: XVII საუკუნეში პატრიარქმა ნიკონმა რუსული ეკლესიის ღვთისმსახურების ძველი წესები შეცვალა და მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო წესებს დაუქვემდებარა. ამის გამო მოხდა განხეთქილება - რუსულ ეკლესიას გამოეყო შტო, რომელმაც ახალი საეკლესიო წესის მიმდევრები ერეტიკოსებად გამოაცხადა. ამ ნაბიჯით «სტაროვერები» ეკლესიის მადლმოსილებას ჩამოშორდნენ და თანდათან იშლება ახალ-ახალ პატარა ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთს აღარ ცნობენ, მაგრამ საერთო სახელი «სტაროვერი» მაინც შეინარჩუნეს. სამწუხაროდ, რუსი მართლმადიდებლების ეს ტრაგედია ქართულ ეკლესიასაც შეეხო. საქართველოშიც მოქმედებს «სტაროვერთა» დაჯგუფება.
სხვა კითხვები