გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მინდა წავიდე მონასტერში. საერთოდ, გთხოვთ, მოკლედ მომითხროთ, რა უნდა იცოდეს იქ წამსვლელმა და როგორია ბერის ცხოვრება.
სანამ მონასტერში წახვალთ, მანამდე უნდა იცხოვროთ მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებით. ამასთანავე, აუცილებლად ღრმად უნდა გაეცნოთ საეკლესიო სწავლებებს. თუკი შემდგომ მონასტერში წასვლის სურვილი კვლავ გექნებათ, შეუთანხმდით მოძღვარს. მოძღვარი გაითვალისწინებს თქვენს სურვილს, ამასთან, სულიერ მდგომარეობას და მონასტერში გაგიშვებთ, სადაც თავს წლების განმავლობაში გამოცდით და მიხვდებით, შეგიძლიათ თუ არა ამ წმინდა ტვირთის ტარება. რჩევებს მოგცემთ მონასტრის ის გამოცდილი საძმო, რომელმაც ეს ეტაპი გაიარა. მხოლოდ ამის შემდეგ, თქვენი გამოცდილებისა და მომზადების გათვალისწინებით, აღიკვეცებით.
სხვა კითხვები
სიზმარში ხშირად ვხედავ გველებს, რომლებიც ან ტანზე მახვევია ან ვიღაცას ჯოხზე დახვეული ჩემი მუცლიდან ამოყავს. შეიძლება ეს ჯადოს მინიშნება იყოს, დედაჩემი ამბობენ ამით დაიღუპა და მიტხრეს რომ ეს ჩემზეა გადმოსული. ისე არაფერში ხელი არ მემართება, სულიერადაც დავვარდი, სახლში წმინდა კვირიანეს ლოცვებს რომ გადავშლი საშინელი მტქნარება და ცრემლდენა მივარდება, ვფიქრობ მინიშნება რომ ეშმაკი და ჯადო მაქვს და გამომდის სხეულიდან ამ დროს.გველი თუ ქრისტიანულ კულტურაში ეშმაკს ნიშნავს სხვა კულტურებში ფუძის ანგელოზს და მფარველს, ანუ იმის ტქმა მინდა რომ ეს ან ჩემი ანგელოზია რომელიც მე მფარველობს ან ეშმაკი და ჯადო რომელიც მაქვს, ტქვენ რას იტყვით და როგორ მოვიქცე
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა