გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ცნობილია პავლე მოციქულის სიტყვები: «ღმერთთან არ არს მიკერძოება», მაშინ რატომ ამბობს პავლე მოციქული, რომ «წუთისოფლის მორწმუნეები ღმერთმა თავიდან ამოგვარჩიაო»?
ამ საკითხში გასარკვევად შეგვიძლია დავიხმაროთ სიტყვები წმინდა წერილიდან «მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულნი»... უფალმა მთელი კაცობრიობა გამოისყიდა თავისი ჯვარცმით, ყველას მისცა ცხონების საშუალება. მაგრამ ყველა არ მიჰყვება უფლის ძახილს, ვინც თვითონ ირჩევს უფალს და მასთან მიდის, სწორედ ის არის გამორჩეული. ისინი კი ცოტანი არიან.
სხვა კითხვები