გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მე წესად მაქვს, აუცილებლად გადავისახო პირჯვარი ლოცვითი კანონების წაკითხვის შემდეგ. მაგრამ მყავს მეგობარი, ორცხობილის ნატეხი რომ გაუწოდო, იმასაც პირჯვარს გადასწერს, ვიდრე პირში ჩაიდებდეს, რამდენად გამართლებულია ასეთი მოშურნეობა?
წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: «ნუ შეგრცხვება აღიარება ჯვარცმულისა, თამამად გარდავსახოთ პირჯვარი პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯანს, საიდანაც ვსვამთ, გარდავისახოთ დაწოლისას და ადგომისას, გზაზე დადგომისას და დასვენებისას. იგია - დიადი მფარველი, საჩუქრად ბოძებული უმწეოთა და გაჭირვებულთა. და ეს არის მადლი უფლისა. ნიში მორწმუნეობისთვის და შიში ავი სულებისათვის, - იმიტომ, რომ მისი მეოხებით ქრისტემ დაამარცხა იგინი, როდესაც ისინი ხედავენ ჯვარს, ჯვარცმული ახსენდებათ».
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა