გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ მოვიქცეთ, უთხოვნელად უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულს, თუ დაველოდოთ შემოტირებას?
ადამიანის ქცევის მოტივაციას ასეთ დროს, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს მისივე საკუთარი სინდისი და ზნეობა. გაჭირვებული კაცი, მორიდების ან სირცხვილის გამო, ხშირად ვერ ბედავს წუწუნს თუ «შემოტირებას». მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც ხელეწიფება დახმარების გაწევა, არ დაეხმაროს მოყვასს.
უფალი ყოველი ადამიანის მოვალეობად თვლის გულმოწყალებას, რისთვისაც ზეციურ სასუფეველს აღუთქვამს. მაგალითად სახარებისეული «გულმოწყალე სამარიტელის» იგავიც გამოდგება: როდესაც ყაჩაღებისგან გაძარცულსა და დაჭრილ ებრაელს მისივე ტომის მესჯულენი მდუმარედ აუვლიან გვერდს, სიკვდილს გადაარჩენს და უმკურნალებს სამარიტელი შემთხვევითი გამვლელი - იმ დროს კი სამარიტელნი საერთოდაც იმ ტომის წარმომადგენლები გახლდნენ, რომელთაც რელიგიური და ეროვნული მტრობა ჰქონდათ ებრაელებთან...
სხვა კითხვები