გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა შევატყო საუკუნო ცხონების გზას სწორად ვადგავარ თუ არა?
ამ კითხვაზე დედამიწაზე მცხოვრები ვერც ერთი ადამიანი ვერ გიპასუხებთ დაბეჯითებით, ვიდრე მათი სულები არ გაჰყრია სხეულს, რადგან «იცნის უფალმან, რომელნი - იგი არიან მისნი»;  ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ვიქონიოთ წარმოდგენა, ციური სასუფევლის გზაზე ვდგავართ, თუ სრულიად საპირისპირო მიმართულებით. ამქვეყნიური დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა მკასთან. ვინც აქ არ თესავს, იქ ვერ მოიმკის. ვინც აქ არ დაუდებს დასაბამს თავის ხსნაზე ზრუნვას და რწმენით თავად არ გაიკვალავს გზას, იქაც ღვთის სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.
სხვა კითხვები