გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მყავს ავადმყოფი მამა. ნათელმხილველმა მიმკითხავა, რომ მამის ცუდად ყოფნის მიზეზი წმინდა გიორგი იყო, რომელიც საკლავს ითხოვდა, ხოლო ცხვრის შეწირვის შემდეგ მამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდებოდა. გთხოვთ, ამიხსნათ, რამდენად მიზანშეწონილია საკლავის შეწირვა და უნდა შევასრულო თუ არა მე ეს?
ჩვენი რჩევაა - ნათელმხილველის რჩევები არ მიიღოთ. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, «თეთრი მაგიისა» თუ «შავი მაგიის» მსახურნი, ეს ადამიანები წინასწარმეტყველებენ არა სულიწმიდის მადლის მეოხებით, არამედ ბოროტ ძალთა მეშვეობით. ამ «ნათელმხილველის» სულიერსა და ზნეობრივ სახეზე შეიძლება ვიმსჯელოთ მისივე გამონათქვამის მიხედვით, როდესაც ის წმინდა გიორგის ათქმევინებს - მამის ჯანმრთელობა მსხვერპლის შეწირვაზეა დამოკიდებულიო. მას შემდეგ, რაც გოლგოთაზე დაიკლა ჩვენი მხსნელი და ტარიგი - იესო ქრისტე, ქრისტიანებში სისხლიანი მსხვერპლი აღარ შეიწირება. ქრისტიანები მხოლოდ უსისხლო მსხვერპლს სწირავენ ლიტურგიაზე!
სხვა კითხვები