გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

წმინდა წერილი გვასწავლის: «არა განიკითხო», მაგრამ მხილების უფლებას არ გვართმევს. სად გადის საზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის?

ეს საზღვარი გადის ადამიანის გულში! როდესაც სხვა ადამიანის საქციელის განსჯისას (რასაც ვერ ავცდებით ცხოვრებაში) თქვენ გსურთ მისი დასჯა, იდუმალად გახარებთ მის მიერ ჩადენილი ცოდვა და ფიქრობთ, რომ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია - ეს იქნება განკითხვა, რაც თავისთავად ცოდვაა; ხოლო თუ თქვენ ადამიანის ცოდვაზე საუბრისას ის გეცოდებათ, როგორც დაავადებული, დაჭრილი, დასახიჩრებული არსება, ვისთვისაც არ დაიშურებთ დახმარებას, მაშინ ეს არ იქნება განკითხვა.
სხვა კითხვები